TaoNews.Ge

გენოციდი ხალხის წინააღმდეგ – ინდური სასამართლო პანდემიით გამოწვეულ კრიზისში ხელისუფლებას ადანაშაულებს

გენოციდი ხალხის წინააღმდეგ – ინდური სასამართლო პანდემიით გამოწვეულ კრიზისში ხელისუფლებას ადანაშაულებს

ინდოეთში, ალაჰაბადის უმაღლესმა სასამართლომ COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების სიკვდილი, რომლის რაოდენობაც თითქმის ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას Times of India ავრცელებს.

კორონავირუსით პაციენტების გარდაცვალება მხოლოდ იმიტომ, რომ საავადმყოფოებში ჟანგბადის მიწოდება ვერ მოხერხდა, დანაშაულებრივი ქმედება და გენოციდია იმ პირების მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პაციენტებს სამედიცინო ჟანბადი შეუფერხებლად მიეწოდოთ,” – აღნიშნავს ინდური სასამართლო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!