TaoNews.Ge

გემი, რომელიც სუეცის არხს კეტავდა, თავთხელიდან მოხსნეს

გემი, რომელიც სუეცის არხს კეტავდა, თავთხელიდან მოხსნეს

კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც 23 მარტს სუეცის არხში თავთხელზე გაიჭედა, გაათავისუფლეს. ამჟამად სამუშაოები გრძელდება, მაგრამ გემი გაჭედილი აღარ არის. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

კონტეინერმზიდის ქვეშ მაშველებმა 27 ათასი კუბური მეტრი სილა ამოიღეს. 200 000 ტონიანი კონტეინერმზიდი სუეცის არხს 5 დღის განმავლობაში კეტავდა.

კონტეინერმზიდი Ever Given ჩინეთიდან როტერდამში მიცურავდა. გემის სიგრძე 400 მ-ს შეადგენს, რაც ნიუ-იორკის ცნობილ ცათამბჯენ „ემპაირ სთეით ბილდინგზე“ მეტია. არხის ჩახერგვის გამო მის ორივე მხარეს ასობით გემი დაგროვდა, რომლებიც ამ სტრატეგიული გასასვლელის გახსნას ელოდება.

სუეცის არხის მეშვეობით ყოველდღიურად მსოფლიო ტვირთების 10%-ის გადატანა ხდება. ავარიის გამო ნავთობი 2%-ით გაძვირდა. სუეცის არხი ინდოეთის ოკეანეში შემავალ წითელ ზღვას და ატლანტის ოკეანის აუზის ხმელთაშუა ზღვას ერთმანეთთან აკავშირებს. საზღვაო გზით არხის გვერდის ავლით ჩინეთიდან ევროპაში მოსახვედრად აუცილებელია აფრიკის შემოვლა, რაც 8 ათასი კმ-ით გრძელი გზაა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!