TaoNews.Ge

გახარიას შტაბი სულ ტყუილად ცდილობს რიონის ხეობის გაყიდვის საშვილთაშვილო ღალატის ლაქა ჩამორეცხოს თავის არამზადა ბელად გახარიას-გიორგი გიგაური

გახარიას შტაბი სულ ტყუილად ცდილობს რიონის ხეობის გაყიდვის საშვილთაშვილო ღალატის ლაქა ჩამორეცხოს თავის არამზადა ბელად გახარიას-გიორგი გიგაური

,,გახარიაც, ბახტაძეც, თურნავაც და ნაცხროვაც – სამშობლოს გაყიდვისთვის, ყველანი ერთად დალპებით ციხეში!
ქლესა გახარიას შტაბი სულ ტყუილად ცდილობს რიონის ხეობის გაყიდვის საშვილთაშვილო ღალატის ლაქა ჩამორეცხოს თავის არამზადა ბელად გახარიას!
გახარიასტები ავრცელებენ ნამახვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულებაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ 2019 წლის 23 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტს, აქაოდა, აი, ვინ გაყიდა რიონის ხეობაო!
დიახ, ბახტაძეც მოღალატეა, მაგრამ გახარიაც გარეწარი შადიმანია, რადგან, ბახტაძის შემდეგ, მანაც თავისი პრემიერობისას, მოაწერა ხელი 2019 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულებას, სადაც უკვე პირდაპირ არის გაწერილი და დაკონკრეტებული პირდაპირი მიყიდვისა და აღნაგობის გადაცემის წესით, წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის რაიონებში, რიონის ხეობის 600 ჰექტრამდე 121 ლარად გაყიდვის ღალატს!
გახარიას, მისნაირი გარეწარი ბახტაძისთვის გადაბრალებას, იმის კაცობაც არა აქვს, რომ გამოძვრეს სოროდან და ხალხს უთხრას, დიახ, მე მოვაწერე ხელი რიონის ხეობის გაყიდვას ,,საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვისო”!
პატარა ბავშვები არ ვართ – ყველაფერი ვიცით!
და ბახტაძეც, გახარიაც და ყველა შადიმანიც – ერთად დალპებით ციხეში!”წერს ჟურნალისტი და პუბლიცისტი გიორგი გიგაური.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!