დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან ” საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკაში კერპები გვიყვარს და გიორგი გახარიაც ასე შეიყვარა ხალხმა. გახარიას გარემოცვაზეც საუბრისას აღნიშნავს , რომ მის გუნდში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პროკურორებიც იქნებიან.
” პიროვნულად არ ვაკრიტიკებ. პრემიერობისას გახარიას საზოგადოებისთვის კარგით თავი არ დაუმახსოვრებია, თუ თვალის ჩაკვრას არ ჩავთვლით. საზოგადოების მხრიდან გადამეტებული ქება-დიდება უკავშირდება ჩვენს კერპთაყვანისმცემლობას. მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ პოლიტიკაში კერპები გვიყვარს. აიჩემებენ რომელიმე პირს და შეიყვარებენ. ახლა გახარია შეიყვარეს. მის გარემოცვაზე ის შემიძლია ვთქვა, რომ მის გუნდში არიან სააკაშვილის ყოფილი პროკურორები. მაგალითად, მეზვრიშვილი.” – ამბობს ბარამიძე