TaoNews.Ge

გახარიამ, პეტრე ცაავას რეკომენდაციით მარტვილის მერის მოადგილე დანიშნა

გახარიამ, პეტრე ცაავას რეკომენდაციით მარტვილის მერის მოადგილე დანიშნა

როგორც ირკვევა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პეტრე ცაავას რეკომენდაციით, მისი კადრი მერტვილში თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ყოფილმა მეუფემ  ნიკა გვარამიას გადაცემა “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

პეტრე ცაავამ არ უარყო, რომ სწორედ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ მისი კადრი ალექსანდრე ხურცილავა მარტვილის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

“როგორ არ მჭირდებოდა?” – უპასუხა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ნიკა გვარამიას კითხვას იმის შესახებ, თუ რაში სჭირდებოდა ეპარქიას საკუთარი კადრი თვითმმართველობაში. გვარამიამ მას ასევე ჰკითხა, საკადრო გადაწყვეტილების გამო ხელისუფლებასთან ვალში იყო თუ არა.

“ვალში ისინი არიან, რომ სწორი კადრი ჰყავთ. დანიშვნებში კი არ ჩავრეულვარ. სასიკეთო ჩარევაა ეს, რაც მარტვილს გამოადგება და რაც მე არანაირად ვალს არ მადებს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!