TaoNews.Ge

გარეჯის დამპყრობელ აზერბაიჯანს ყარაბაღში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ დახმარება აღუთქვა (ვიდეო)

გარეჯის დამპყრობელ აზერბაიჯანს ყარაბაღში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ დახმარება აღუთქვა (ვიდეო)

ამ დღეებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და  საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ხელმძვანელობით ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები მთიან ყარაბაღში ფიზულისა და ჯებრაილის რაიონებს ეწვივნენ.
ჯგუფის შემადგენლობაში სხვებთან ერთად ტელეკომპანია მთავარის, იმედის, პოსტ ტვ-ს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები იყვნენ.  აღნიშნული ვიზიტი ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანულ მედიაშიც. აზერბაიჯანული ტელეკომპანია  CBC.AZ-ს  სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა გურამ მარხულიამ განუცხადა-,,მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა სომხური შეირაღებული ძალების სიძლიერეში. პატარა ბომბი და ისინი აქედან გაიქცნენ.  აგდამში ვიყავი და იქ ნამდვილი საშინელებები ვნახე. არაფერს სომხები იქ არ აშენებდნენ, არაფერს აკეთებდნენ არც თვითონ ცხოვრობდნენ და არც სხვას აძლევდნენ საშუალებას ეცხოვრათ ამ დალოცვილ მიწაზე. სომხებს მეჩეთებში ყავდათ ძროხები და ღორები, ეს არაქრისტიანულია. არ შეიძლება სხვის სიწმინდეებს და რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენო. ღმერთმა სომხები ამის გამო დასაჯა. დარწმუნებული ვარ აქ ყველაფერს აზერბაიჯანი მალე აღადგენს. საქართველო და აზერბაიჯანი კი სტრატეგიული პარტნიორები არიან და დარწმუნებული ვარ ქართული კომპანიები ყარაბაღის ინფრასტრუქტურის აღდგენაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
ცოტა  უხერხულია, გარეჯის დამპყრობელ აზერბაიჯანს ყარაბაღში მყოფი ქართული დელეგაცია დახმარებას რომ პირდება. ისე კარგი კარგი იქნება აზერბაიჯანის საგარეო უწყება მსგავს ვიზიტებს ოკუპირებულ ბერთუბანში, ჩიჩხიტურსა და უდაბნოში თუ გამართავს და სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურების ნიშნად წართმეულ გარეჯს თუ დაგვიბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი! – თენგიზ ცერცვაძე
გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
კოპირება აკრძალულია!