TaoNews.Ge

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

გარდაიცვალა „კარფურის“ მფლობელი – ვის დარჩება მრავალი მილიარდის ქონება?

„კარფურის“ მფლობელი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა. სავაჭრო ქსელის „კარფურის“ ოფიციალური „ფესიბუქ“ გვერდი მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

„გვსურს ღრმა მწუხარება გამოვთქვათ კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ დამფუძნებლის – ბატონი მაჯიდის გარდაცვალების გამო. იგი განსაკუთებული მიზნების მქონე მეწარმე იყო, რომელმაც შეცვალა ხედვა ბიზნესსა და წარმოებაზე მსოფლიო რეგიონალური მასშტაბით. მისი მოსაზრებები ბევრისთვის ინსპირაციული და დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით კი Majid Al Futtaim-ის წარმომადგენლობაში მყოფი კომპანიებისთვის.

კარფური უსამძიმრებს Majid Al Futtaim-ის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვალებას. იგი ნამდვილად დიდ როლს თამაშობდა მსოფლიო ინსტიტუტებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზნები მემკვიდრეობით გადაეცემა მის მიერ შექმნილ ინოვაციურ ბრენდებს“, – ნათქამია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

არაბი ბიზნესმენის მილიარდიან ქონებას მისი ერთადერთი ვაჟი, თარიქ ალ ფუტაიმი მიიღებს. მაჯიდ ალ ფუტაიმმა დააარსა საცალო ვაჭრობისა და გართობის გიგანტი Majid Al Futtaim Holding 1992 წელს დაარსა.

MAF ფლობს და მართავს 13 სასტუმროს და 26 სავაჭრო ცენტრს, მათ შორის Mall of the Emirates დუბაიში და Mall of Egypt კაიროში.

მას ასევე აქვს ფრანგული კომპანიის Carrefour-ის ჰიპერმარკეტების ოპერირების ექსკლუზიური ლიცენზია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!