TaoNews.Ge

“განკვეთა ხომ მღვდლისთვის, სასულიერო პირისთვის სიკვდილია, მკლაავ?”- მამა ანთინოგენე

ჭყონდიდის ეპარქიაში ე.წ. ამბოხებულ მღვდელთაგან ერთ-ერთი, მამა ანთინოგენე მათი შესაძლო განკვეთის შესახებ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, განკვეთა სასულიერო პირებისთვის სიკვდილის ტოლფასია და ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ არის.

„ასე განკვეთა არ შეიძლება ადამიანის. განკვეთა ხომ მღვდლისთვის, სასულიერო პირისთვის სიკვდილია, მკლაავ? თქვენ თუ მკლავთ, თქვენ მაგარი ქრისტიანები ყოფილხართ. თქვენ რაღაც გეშლებათ ბატონო, ქრისტე ადამიანის საცხოვნებლად მოვიდა, სიკვდილისგან გამოიხსნა და თქვენ რას შვრებით? მაგრამ თქვენ უკვე მოგვკალით ჩვენ და ხმას არ იღებთ. პირიქით, იქიდან რამდენიმე ეპისკოპოსი ჩვენ სახეს, ტონს და ყველაფერს გვიწუნებთ“, – ამბობს მღვდელმსახური.

როგორც იგი აღნიშნავს, ეპისკოპოსთა ნაწილი ამბოხებული სასულიერო პირების განკვეთის მომხრეა და მათ თავისი აზრის გამოხატვის უფლებას არავინ აძლევს.

„გვეუბნებიან, რომ თქვენ სიკვდილის ღირსი ხართ. მოკვდით მანდ და ხმა არ გაიღოთ, ყველაფერზე დაგვემორჩილეთ. ასეთი საბჭოთა კავშირი მე ჩემს ბავშვობაშიც არ მინახავს. იქაც მყავდა ადამიანები ნანახი, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ და მერე ეკლესიის ისტორიაშიც ვნახე, წავიკითხე, რომ სამღვდელო დასიც იყო, რომელიც თქვენნაირებს არ ემორჩილებოდა, საბჭოთა კავშირის მადიდებელ პირებს არ ემორჩილებოდა“, – აცხადებს მამა ანთინოგენე ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის რამდენიმე სასულიერო პირის განკვეთას გეგმავს.

მეუფეს გადაწყვეტილება ცნობილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!