TaoNews.Ge

გამოაძვრინეს ციხიდან, ჩვენი დაცინვაა რაც მოხდა – ლუკა სირაძის ძმა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

გამოაძვრინეს ციხიდან, ჩვენი დაცინვაა რაც მოხდა – ლუკა სირაძის ძმა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მან პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ფაქტს “მთავარ არხთან” უკვეა გამოეხმაურა ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე. მისი თქმით, ეს დაცინვაა.

“მარიანა ჩოლოიანი წელიწად ნახევარში ანუ კარგი ქცევის გამო გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ყურადღება მოვადუნეთ, აღარ ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე ვინაიდან ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც რამე ეთქმოდა, გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.

ვერც კი გადმოვცემ რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მეგონა პირიქით, სამართალი იზეიმებდა, წლებს მოუმატებდნენ. ჩემი აზრით, ეს დაცინვაა რაც ეხლა მოხდა, ჩვენი დაცინვაა, წელიწად-ნახევრით როდესაც ჩასვევს ციხეში და ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს”, – ამბობს ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე. 

მთავარი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!