TaoNews.Ge

03.05.2021 / 11:22

„გავაკეთეთ ეს შეგნებულად და სუფთა სინდისით“ – მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ავტოკეფალიაზე

„გავაკეთეთ ეს შეგნებულად და სუფთა სინდისით“ – მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ავტოკეფალიაზე

მსოფლიო პატრიარქის მიტროპოლიტი ბართლომეოსის განცხადებით, უკრაინას, ისევე როგორც რუსეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს, უფლება ჰქონდა საკუთარი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ეთხოვა.

„უკრაინას და უკრაინელებს, ისევე როგორც სხვა ხალხებს, სხვა ეკლესიათა მორწმუნეებს, რომლებმაც მიიღეს ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, სურვილი და უფლება ჰქონდათ მიეღოთ თავიანთი ეკლესიის დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

პირველი ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალია მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან იყო რუსეთი და არც მთლად მართლმადიდებლურ პირობებში. მაშინ ჩემი წინამორბედი მიტროპოლიტი იერემია რუსეთს ეწვია და ზეწოლა მოახდინა მასზე რუსეთის მეფემ და სხვა გარემოებებმა, რათა ავტოკეფალია ებოძებინა და ასეც მოხდა.

მისი თქმით, თავდაპირველად ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით უკრაინამ რუსეთს მიმართა, რაც არასწორი იყო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ვერ დაუშვებდა კიევზე რუსეთის ბატონობას, ამიტომ მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, როდესაც საქმე უკრაინის ავტოკეფალიას ეხება, შეუძლია თქვას, რომ მისი სინდისი სუფთაა.

„როდესაც 1991 წელს უკრაინა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, იქაურმა ხალხმა თავიანთი იერარქიების მეშვეობით ავტოკეფალიის მიღება მოინდომა. სამწუხაროდ, ამ თხოვნით რუსეთის საპატრიარქოს მიმართეს, რაც არასწორი იყო. წესით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის უნდა მიემართა.

შეგახსენებთ, რომ ამ თხოვნაზე ხელი ჰქონდა მოწერილი კიევის ამჟამინდელ მიტროპოლიტ ონოფრისაც, რომელიც ხელმძღვანელობს კიევის იმ ნაწილს, რომელიც ამჟამადაც რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარება.

მოკლედ ხელი მოაწერა ონოფრიმ, მოსკოვმა თხოვნა უარყო, დასაჯა მიტროპოლიტი ფილარეტი და ამ 30 წლის განმავლობაში, რაც სქიზმა გრძელდებოდა, ჩვენ ვითარცა დედას ეკლესიისა და უკრაინისა, არ შეგვეძლო გვეყურებინა იმისთვის, რომ ათასობით უკრაინელი ეკლესიის მიღმა იმყოფებოდა. არ შეგვეძლო შევგუებოდით იმას, რომ კანონიკური ეკლესიის გარეშე დარჩენილიყო.

ამიტომ დავიწყეთ მუშაობა რუსეთთან. შევთავაზეთ კიდევაც, რომ შეგვექმნა ერთობლივი საბჭო, რომელიც უკრაინის იერარქთა ქიროტონიის კანონიკურობას შეისწავლიდა. ერთი-ორჯერ შევხვდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მალე მივხვდით, რომ რუსეთს გამოსავლის პოვნა არ უნდოდა, რათა ებატონა კიევზე, რომელიც თავის დროზე, არაკანონიკურად მიიტაცა“, – აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.

მიტროპოლიტ ბართლომეოსს სწამს, რომ უკრაინასთან მიმართებით კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილების სამართლიანობას ყველა ქვეყანა აღიარებს.

„გაუგებარია, თუ სხვა ხალხებს, მათ შორის რუსებს, ჰქონდათ უფლება, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან მიეღოთ ავტოკეფალია, უკრაინელებს რატომ არ ჰქონდათ? და გავაკეთეთ ეს შეგნებულად და სუფთა სინდისით.

მწამს, რომ დროთა განმავლობაში, ყველა ცნობს კონსტანტინოპოლის ამ სამართლიან გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ყველაფერი ქრისტიანობის ერთიანობის საკეთილდღეოდ წარიმართება. მე ვიმეორებ, რომ სინდისი მაქვს სუფთა და მშვიდი “, – განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!