TaoNews.Ge

დავით გოგიჩაიშვილი “რუსთავი 2-ზე” ბრუნდება

დავით გოგიჩაიშვილი “რუსთავი 2-ზე” ბრუნდება

 შესაძლოა “რუსთავი 2-ზე ” არხის ყოფილი ტელეწამყვანი, დავით გოგიჩაიშვილი დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას,  არხის გენერალური დირექტორი  პაატა სალია არც უარყოფს და არც ადასტურებს.
გოგიჩაიშვილი, უკვე რამდენიმე წელია  ტელევიზიაში აღარ არის. მან  დაადასტურა, რომ რუსთავი 2-სა და TV11-ის პროდაქშენს შორის ერთი შეხვედრა შედგა,თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

“მე აღარ ვარ ტელევიზიაში, რაღაც მენეჯმენტ ტრენინგებში გადავედი, ირაკლი კაკაბაძე არის და მეგობრულად მას რაღაცებში ვეხმარები, ოღონდ არა ისე, როგორც ადრე ვიყავი ჩართული. რუსთავი 2-ს შეხვდა კაკაბაძე, მახსოვს, მეც ვიყავი. ლაპარაკი იყო იმაზე, რაღაც პროექტებს TV11-ს შეუკვეთავდა თუ არა.

ერთი შეხვედრა შედგა და იმის შემდეგ კაკაბაძემ უთხრა, რომ სერიალი შეგვიძლია და ა.შ., რასაც უკეთებს სხვადასხვა ტელევიზიას, მაგალითად, საზოგადოებრივისთვის, TV11-ისთვის, რაღაც პროექტს აკეთებს და ასე შემდეგ. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რადგან ეს არის პროდაქშენ სტუდია, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზიამ შეიძლება დაუკვეთოს რაღაც პროდუქციის წარმოება”, — თქვა გოგიჩაიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!