TaoNews.Ge

ბორჯღალოსნებმა რუსეთი მეოცედ დაამარცხეს!

ბორჯღალოსნებმა რუსეთი მეოცედ დაამარცხეს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპას მორიგ, მესამე ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა! ბორჯღალოსნებმა  რუსეთის ნაკრები ისტორიაში 23-ედ (25 თამაშიდან) დაამარცხა და მათ შორის, ზედიზედ მეოცედ!

ქართველებმა კალინინგრადში მართლაც კარგი რაგბი აჩვენეს და უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს. თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმით ქართველი მორაგბეები დაწინაურდნენ, რასაც ნატრაქტამდე აკა ტაბუცაძის ბრწყინვალე ლელო და თედო აბჟანდაძის მორიგი ქულები მოჰყვა – ამჯერად, მან ლელო მიითვალა. რუსებმა საქართველოს ორ ლელოსა და ორ ჯარიმას გაისინის კინკილა ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 16:3 მოვიგეთ. ფაქტი იყო, რომ ლევან მაისაშვილის გუნდი გამარჯვებამდე საქმეს მშვიდად მიიყვანდა.

მეორე ტაიმი გაისინი სწრაფი ჯარიმით დაიწყო და მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ სულ მალე დავით ნინიაშვილმა მესამე ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და მატჩის ბოლო 20 წუთში არაფერი შეცვლილა – 23:6!

ბორჯღალოსნებმა“ ამ მატჩში ბონუსქულაც მოიპოვეს და რაგბი ევროპას სამი ტურის თავზე 14 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს, „მიხეილ მესხზე“ თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

რუსეთი – საქართველო 6:23 (3:16)

ქულები: 0:3 აბჟანდაძე (3), 0:6 აბჟანდაძე (21), 0:11 ტაბუცაძე (29), 3:11 გაისინი (38), 0:16 აბჟანდაძე (39), 6:16 გაისინი (48), 6:21 ნინიაშვილი (60), 6:23 აბჟანდაძე (61)

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!