TaoNews.Ge

„ბოროტსა სძლია კეთილმან“-გიორგი სიგუა და მამა პეტრე კოლხი საქველმოქმედო ფონდს აფუძნებენ

GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა და მამა პეტრე კოლხი საქველმოქმედო ფონდს აფუძნებენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი სიგუამ დაწერა.

როგორც ირკვევა, ფონდის სახელწოდება „გიორგი სიგუა და მამა პეტრე კოლხი საქველმოქმედო ფონდი“ იქნება, ხოლო ლოზუნგი – „ბოროტსა სძლია კეთილმან“.

მამა პეტრე კოლხის თქმით ფონდი გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმარება.

„ჩვენ გვქონდა ლაივ ჩართვა და მან ბევრ ისეთ თემებზე ისაუბრა, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო და მაინტერესებდა თუ არა იყო სიმართლე, რადგან იმ მხარეს ეხება, რომელ მხარესაც პრაქტიკულადაც მე წარმოვადგენ და ეს არ იყო ჩემთვის სახარბიელო მოსასმენი. თუმცა საბოლოოდ მან თქვა, რომ თუ თქვენ გექნებათ სურვილი და იქნებით თანახმა, მე მზად ვარ თქვენთან ერთად დავაარსო ფონდი.

საქართველოში თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია, რომელთაც სჭირდებათ დახმარება. ჩვენ თუ საერთო პროექტებს განვახორციელებთ, მე აქტიურ მონაწილეობას მივიღებო და ცხადია ეს ძალიან კარგი წინადადება არის და ახლა ვფიქრობთ, რაღაც საკითხებს განვიხილავთ ერთად. მე ისედაც ვეხმარები ადამიანებს, როგორც შემიძლია. ჩემი მეგობრების დახმარებით ვცდილობთ, რომ უამრავ ქველმოქმედებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ეს იქნება ფონდი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად. მე ნებისმიერ გამოწვევას მივიღებ, რომელიც ადამიანებს გამოადგებათ და რომელიც გაითვალისწინებს ადამიანების ინტერესებს. ცხადია არც გიორგის არ ვეტყოდი უარს და მართლაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. ეს იქნება გამჭვირვალე, ოფიციალურად დარეგისტრირებული. ფონდში ახალგაზრდებიც იქნებიან გაწევრიანებულნი. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, რადგან სამწუხაროდ  ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება“, – ამბობს მამა პეტრე კოლხი.

წყარო:Primetime.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!