TaoNews.Ge

ბოკერიას კლინიკამ ანტივაქსერი მედძმა სამსახურიდან გაუშვა

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც ფეისბუქში ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებდა.

საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი უმცროსი მედპერსონალის, მედძმის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას და კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას მკაცრად ემიჯნება.

მათი თქმით, ეს განცხადება არის “არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არა ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული”.

“ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში, სადაც გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი მედპერსონალი წელიწადზე მეტია, 24-საათიან რეჟიმში იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კლინიკის მედძმამ ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა, რომელშიც ის ვაქცინის არაეფეტურობაზე საუბრობდა. ასევე აკრიტიკებდა აცრილ ექიმებს. ვიდეო ფეისბუქმა უკვე მონიშნა ცრუ ინფორმაციად.

მთავარი

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი! – თენგიზ ცერცვაძე
კოპირება აკრძალულია!