TaoNews.Ge

“ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს პატივს არ ვცემ”- ვასაძე

“ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს პატივს არ ვცემ”, – განაცხადა  ლევან ვასაძემ . ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა და მისი თუნდაც ფორმალური მმართველობა ზიანის მომტანია. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება „ქართული ოცნების“ ჩამოშლამ გადააწყვეტინა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლა და მისი ერთგული კადრების ნაწილის ნაწილ-ნაწილ მასთან ერთად პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ჩემი აზრით, დაჩქარდა და თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების“ ჩამოშლამ და იმან, რასაც ხალხში ხელისუფლების ჩუმი გადაბარების სახელი შეიძინა, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ დიფუზიას სახელისუფლებო სტრუქტურებში გადაბარების პროცესს და ამასაც მემგონი, უკვე მძიმე შეუქცევადი ხასიათი აქვს. თუ ვინმეს მიუძღვის მთავარი წვლილი აი, ამ კონტრპროდუქტიულ ჩიხურ ეკონომიკურ მდგომარეობაში, არის პირადად ეგ კაცი. მე ძალიან მინდა, რომ ეგ კაცი, როგორც უდიდესი ქველმოქმედი თუ მას კანონი არ აქვს დარღეული წყნარად ცხოვრობდეს გამართულ საქართელოში და განაგრძობდეს ქველმოქმედებას, მაგრამ მთელი მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი არის ქაოსი და უპერსპექტივობა. მას, როგორც პოლიტიკოსს, რბილად ვიტყვი, პატივს არ ვცემ, – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!