TaoNews.Ge

ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით ცნობილი ფეისბუქ გვერდი გიორგი გახარიასი გახდა

“სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს ამომწურავ განმარტებას, თუ როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით ცნობილი პოპულარული ფეისბუქ გვერდი გიორგი გახარიას გვერდად: 

22 მარტს, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით ცნობილმა გვერდმა “Bidzina ivanishvili & media,  გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოზიტიური პოსტი გამოაქვეყნა. სოციალურ მედიაში გამოხმაურებების შემდეგ გვერდმა 23 მარტს სახელწოდება შეიცვალა და ამჟამად “Gakharia & Media” ჰქვია. აღნიშული ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 9 ოქტომბრიდან მოყოლებული ემსახურებოდა პარტია “ქართული ოცნების”, მისი წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაციას. გვერდზე  ქვეყნდებოდა არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერი ან მისი აქტივობის ამსახველი პოსტები, არამედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ  სიახლეეებიც და ფაქტობრივად ანონიმურად ითავსებდა ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციასაც. ამჟამად, გვერდს 97 770 გამომწერი ჰყავს (23 მარტის მონაცემი). ფეისბუქ-გვერდი Bidzina Ivanishvili & Media 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. CrowdTangle-ის მონაცემებით, შექმნის დღიდან გვერდმა სულ 5,631 პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯამში 2,041,736 ინტერაქცია (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება) ჰქონდა.

გაბრიელ წულაია საქართველოს მთავრობაში, 2013 წლიდან 2019 წლამდე ,სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.  2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!