TaoNews.Ge

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, საშუალო ხელფასის მოცულობამ ათას 417 ლარი შეადგინა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 12.2 ლარით გაიზარდა. მათ შორის ქალების ხელფასმა 1070,1 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ათას 439 ლარი 60 თეთრია, საშუალო ბიზნესში – ათას 632 ლარი 60 თეთრი, ხოლო მცირე ბიზნესში საშუალო თვიურმა ხელფასმა ათას 228 ლარი 40 თეთრი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

“აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს”- კელი დეგნანი
კოპირება აკრძალულია!