TaoNews.Ge

„ბერს რომ არ ეკადრება ისეთი საქციელები მქონდა, შენდობას ვითხოვ“ – იღუმენი დანიელი

„ბერს რომ არ ეკადრება ისეთი საქციელები მქონდა, შენდობას ვითხოვ“ – იღუმენი დანიელი

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც წირვას მეუფე სტეფანე ატარებს, ამბოხებული სასულიერო პირები მივიდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან იღუმენი დანიელი აცხადებს, ბერისთვის შეუფერებელი საქციელების გამო საზოგადოებას შენდობას სთხოვს, თუმცა, მეუფე სტეფანესთან მოსანანიებელი არაფერი აქვს.

„მეუფე სტეფანეს რომ შენდობა ვთხოვო, ფარისევლობა იქნება. დამნაშავე არ ვარ და მის გამო ცოდვაში ჩავდგე, ამას ვერ დავუშვებ.

ნაწილობრივ, ხალხისა და მრევლის წინაშე შენდობას ვითხოვ, რადგან გადაცდომები მქონდა, აღშფოთებული ვიყავი და ბერს რომ არ ეკადრება ისეთი საქციელები მქონდა, რის გამოც შენდობას ვითხოვ“, – აღნიშნა იღუმენმა დანიელმა.

მისი თქმით, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში მეუფე სტეფანესთვის იმის სათქმელად მივიდნენ, რომ მის განცხადებებს შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს. კერძოდ იგულისხმება სხვა ეპარქიის მრევლისთვის მჭყონდიდში წირვაზე დასწრების შესახებ მოწოდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!