TaoNews.Ge

ბენილუქსის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ

ბენილუქსის ქვეყნები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ

ბენილუქსის ქვეყნების (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი), საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ “ანადოლუ” იუწყება.

ამის შესახებ ბენილუქსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, დიმიტრი კულებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. კულებამ მინისტრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის „რუსეთის მხრიდან აგრესიის საპასუხოდ.

„მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორებს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა ის მოლაპარაკებაზე უფრო კონსტრუქციული გახდეს“ – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ნორმანდიული ფორმატი მუშაობს, მაგრამ უკრაინას სურს, რომ ის უფრო აქტიური გახდეს.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინ ასელბორნმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შეზღუდვა მიუღებელია და ორივე მხარემ მისი მუშაობის სრულფასოვან აღდგენას ხელი უნდა შეუწყოს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!