TaoNews.Ge

“ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე” – მელია სააკაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მასსა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილს შორის ურთიერთობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამის შესახებ მან კიევში გამგზავრებამდე ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროებაში ისაუბრა.

“ორ წელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს და მას არ ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მე და მას შორის ურთიერთობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი ხედვა და ვაპირებთ საუბარს. მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის თავისას.

ამ ყველაფერზე იქნება საუბარი, ბუნებრივია. მანაც უნდა იცოდეს და მეც — ჩვენ ერთი სტრატეგია, ერთი ხედვა გვაქვს, ერთნაირად ვხედავთ მომდევნო წლებს თუ აზრთა სხვადასხვაობაა? თუ აზრთა სხვადასვხაობაა, მეც და დარწმუნებული ვარ, ისიც ეცდება, შეხების წერტილები გავაძლიეროთ და არა პირიქით”, — თქვა მან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!