TaoNews.Ge

“ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული” – მიხეილ სააკაშვილი

“ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული” – მიხეილ სააკაშვილი

კიევიდან მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას შეხვედრის პირველი კადრები ვრცელდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში, ხანმოკლე, ძალიან დატვირთული ვიზიტით. მე მის ადგილას დავისვენებდი ციხის შემდეგ, მაგრამ რასაც ვატყობ იმხელა ენერგია აქვს ერთი წამი არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება. რაც არის გამარჯვების საწინდარი.

ნიკა ვერ გატეხეს. ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების, გააქრო შიში ზეწოლების, გააქრო შიში სხვადასხვა პირობითობების.

როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, შემდეგ სხვები ვალდებული არიან მიყვნენ ნიკა მელიაობას. ეს არის გარდამტეხი მომენტი. ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს. ამაში დარწმუნებული ვარ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!