TaoNews.Ge

ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალაია პენიტენციურ დაწესებულებას სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს.

ახალაიას სასჯელის ვადა 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს, რაც ადვოკატის თქმით, აბსურდულია.

ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით: „ბაჩოს საბოლოოდ, 9-წლიანი სასჯელი განესაზღვრა, რომელიც 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, მაგრამ მოსამართლის საბოლოო განჩინებით, ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ ჩაუთვალეს და როცა ბოლოს მიუსაჯეს, იქიდან დაუწყეს ვადის ათვლა. გამოდის, რომ ის საპატიმროს 2022 წლის მარტში დატოვებს. ყველა იურისტმა, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ სასჯელის ათვლა ერთი საათიც კი რომ იყო პატიმრობაში, იქიდან იწყება. ასეთი რამ, რაც ახლა ხდება, არც კი მსმენია, სრული აბსურდია. ადამიანს 4 თვე ზედმეტად უწევს სასჯელის მიღმა ყოფნა საპატიმროში. ბაჩო 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს, ვადის ათვლა კი, 2013 წლის პირველი მარტიდან დაუწყეს. ამნეზია არ გვაქვს და ყველას კარგად ახსოვს, რომ ბაჩოს ერთი დღეც არ დაუტოვებია საპატიმრო, პირველი დღიდან დღემდე ზის, თუმცა, ერთ-ერთი წაყენებული ბრალიდან უთვლიან ვადას, რომელზეც განაჩენი დადგა. გახსოვთ ალბათ, ყოველთვე ახალ-ახალ ბრალს უყენებდნენ და ერთ-ერთი ბრალიდან აუთვალეს 9 წელი. აღნიშული სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში ისე, რომ არც კი განიხილა. ერთადერთი საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ მანანა კობახიძეებთან საჩივრის დაწერა არ ღირს. სხვა არაფერი გვრჩება სამართლებრივად, რისი გაკეთებაც შეიძლება“

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!