TaoNews.Ge

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია-ნათია თურნავა

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია-ნათია თურნავა

“ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია.

„დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი – სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!