TaoNews.Ge

ბაიდენი-რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, ვირუსის დამარცხების დღე მით უფრო მოახლოვდება

ბაიდენი-რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, ვირუსის დამარცხების დღე მით უფრო მოახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის დამტკიცებას ეხმაურება.

„ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, ვირუსის დამარცხების დღე მით უფრო მოახლოვდება და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” პროექტს ვეტო არ დაადო
ნებისმიერი ქრისტიანი გარდაცვლილისთვის შევასრულებ წესის აგების რიტუალს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახით არიდებდა თავს იგი ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს-უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი
კოპირება აკრძალულია!