TaoNews.Ge

“კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს,როცა საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება”- ბაია პატარაია

ბაია პატარაია ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს უპირისპირდება

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“ერთი ცუდი და შემაშფოთებელი პრეცედენტის შესახებ უნდა გიამბოთ, მეგობრებო, რაც ქალთა უფლებების დაცვაში უკან გადადგმული ნაბიჯია და ეხება ადვოკატთა ასოციაციას.

გემახსეოვრებათ თამთა თოდაძის საქმე, ახალგაზრდა ქალისა, რომელზეც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა პოლიტიკოსმა ილია ჯიშკარიანმა (ეს საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია). თავის დროზე ამ საქმეს დიდი გამოხმაურება მოყვა, მედია დეტალურად აშუქებდა საქმის გარემოებებს და ინტერვიუებს იღებდნენ ორივე მხრიდან. ბრალდებულის ადვოკატი (კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს და გვარს არ დავასახელებ) გამოირჩეოდა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით თამთას და მისი ოჯახის მიმართ. ადვოკატი მსხვერპლ ქალს მოიხსენიებდა როგორც: „პატარა მატყუარას“, „ცრუ თამთას“, „გაწვრთნილ, ჩივილსა თუ სხვადასხვა მახინაციებში გამოცდილ ე.წ. მსხვერპლს“, ,,გაქნილ აფერისტს და გამოცდილ ინტრიგანს,“, „გამოცდილ მახინატორს“, მომხდარ ფაქტს უწოდებდა „იაფფასიან სცენარს“ და სხვა.

ჩვენ მალევე მივმართეთ ადვოკატთა ეთიკის კომისიას, რომ შეესწავლა და შეეფასებინა ადვოკატის არაეთიკური ქცევა. ამ პარასკევს გამოგვიცხადეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ე. წ. ეთიკის კომისიამ პრობლემა ვერ დაინახა ზემოთმოყვანილ ციტატებში, მიიჩნია ისინი ეთიკურად და ადვოკატის სტრატეგიის ნაწილად…

ეს იცით რას ნიშნავს? ეთიკის კომისიამ (მე ვიტყოდი, არაეთიკური ადვოკატების გაპრავების კომისიამ) მწვანე შუქი აუნთო მსხვერპლი ქალების დამცირებას, შეურაცხყოფას, რეტრამვატიზაციას და ჩაგვრას. ფაქტიურად კომისიამ თქვა, რომ მსხვერპლის ბულინგი “მოსულა” და ეს უბრალოდ სტრატეგიაა.

როგორც ჩანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის მტრული გარემოს შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაში ახალი ბარიერის შექმნა დაცვის სტრატეგიაა; მსხვერპლის დასტრესვა, ლანძღვა და თათხვა კი ეთიკურია. აქვე შეგახსენებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

ეთიკის კომისიამ არაეთიკურობის ფსკერი ჩახვრიტა და საშინელი სტანდარტი დააწესა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პროცესის მონაწილე მსხვერპლის ბულინგი და დამცირება არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქნება ადვოკატისთვის დაშვებული სტრატეგია, მაგრამ ჩვენმა უვიცმა კომისიამ ეს არ იცის. სამაგიეროდ, ეს ვიცით ჩვენ, უფლებადამცველებმა, და ეს იციან საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მართალია, გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, მაგრამ კომისიის “ვაშკაცობის” ამბავს გავაგებინებთ ყველას. აგერ ზეგ ვგზავნით ჩრდილოვან ანგარიშს GREVIO-ში (ევროპის საბჭოში სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ორგანოში) და უკვე ჩავწერეთ იქ ამ “შესანიშნავი” გადაწყვეტილების შესახებ. კიდევ ბევრგან და ბევრჯერ დაგხვდებათ წინ ეს სამარცხვინო საქციელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციავ, გპირდებით.

პ.ს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა Tamta Todadzeს, რომელიც უდრეკად და ბოლომდე იბრძვის”

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინი უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას გეგმავს – მიხეილ სააკაშვილი
კოპირება აკრძალულია!