TaoNews.Ge

ახლა დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება-ლუკ კოფი

ახლა დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება-ლუკ კოფი

The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ახლა დროა, საქართველოს კბილებამდე შეიარაღება დაიწყოს.

მისი თქმით, არ უნდა დაელოდონ იმას, თუ როდის გადაწყვეტს რუსეთი საქართველოში ისევ შეჭრას.

“ახლა დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება – და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი გადაწყვეტს მათთან (ისევ) შეჭრას, როგორც უკრაინაში”, – წერს ტვიტერზე ლუკ კოფი.

რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!