TaoNews.Ge

ახალციხეში, 89 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სცემა

ახალციხეში, 89 წლის ქალის ცემის ბრალდებით მისი შვილი დააკავეს. მე-9 არხის ინფორმაციით, დაშავებული 3 მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ექიმმა ბესო ბურჯალიანმა მე-9 არხს უთხრა, რომ ქალს თავის არესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას ზედაპირული ტრავმა ჰქონდა მიღებული. 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს.

ქალი მედიასთან ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. მისი თქმით, რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. მე-9 არხის ცნობითვე, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ქალი ნათესავმა დროებით შეიფარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!