TaoNews.Ge

16.05.2021 / 16:24

ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა”- ილია მეორე

ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა”- ილია მეორე

“ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა,” – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს არის რთული დრო, თუმცა, ადამიანები არ უნდა შეშინდნენ, რადგან სიკეთე გაიმარჯვებს.

“დღეს არის მენელსაცხებელი დედების დღე, იმ დედების, რომელთაც არ შეეშინდათ, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებელი დედები იჯდნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი.

დღეს ვიხსენებთ ასევე თამარ მეფეს, ნამდვილად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, მენელსაცხებლე დედებს ედრება.

დღეს აგრეთვე არის წმინდა დავით წინასწარმეტყველის ხსენება. ის გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი. მთელი მისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ ამავე დროს ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს. არ უნდა შეგეშინდეთ. სიკეთემ უნდა იმარჯვოს. ჯვარი გეწეროთ. მე გლოცავთ თქვენს ოჯახებს, შვილებს. ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა”, – აღნიშნა პატრიარქმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!