TaoNews.Ge

აჭარის ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია “პირველს” უჩივის

აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია “პირველს” უჩივლებს. ამის შესახებ ჯაბა ფუტკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟში მისი მისამართით გაჟერებული ბრალდებები მიზანმიმართული დისკრედიტაციაა და კონკრეტულ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ფუტკარაძე “ნოდარ მელაძის შაბათის” წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტში ჯაბა ფუტკარაძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!