გამოცემა Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 137 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 486 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 11.9 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი – 130 მილიონი ადამიანი აშშ-შია აცრილი, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც ვაქცინა 82 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მესამეზე კი ევროკავშირია 60 მილიონი ვაქცინირებულით.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 51%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 14%-მა მიიღო.