TaoNews.Ge

ჯო ბაიდენი – განვაგრძობთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში აგრესიისთვის

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის Lend-lease-ის გახსნას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ უკრაინისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა Lend-lease-ის გახსნას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონი უკრაინას საშუალებას აძლევს აშშ-დან იარაღის, ტრანსპორტის, საკვებისა და დახმარების მიწოდება „საგრძნობლად დააჩქაროს“.

ანდრეი ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები უკრაინის რუსეთზე გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„Lend-lease-ის კანონი საშუალებას გვაძლევს, აშშ-დან იარაღის, ტრანსპორტის, საკვებისა და დახმარების მიწოდება საგრძნობლად დავაჩქაროთ. ეს ყველაფერი კი, ხელს მოგვცემს რუსული არმია ჩვენი ტერიტორიებიდან განვდევნოთ. ასევე, უნდა გვესმოდეს: Lend-lease, თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები უკრაინის რუსეთზე გამარჯვებაში დარწმუნებულია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში, თავის გარშემო ცივილიზებული სამყაროს გაერთიანება შეძლო“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

მსგავსი სიახლეები

ღარიბაშვილი თანახმაა დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს
კოპირება აკრძალულია!