TaoNews.Ge

აშშ-მ, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს და 10 რუსი ჩინოვნიკი ქვეყნიდან გამააძევოს

ამერიკის შეერთებული შტატები, არჩევნებში შესაძლო ჩარევასა და მავნე კიბერაქტივობასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სანქციები, რომლის ფარგლებში “შავ სიაში” 30 ორგანიზაცია მოხვდება, შეერთებული შტატებიდან 10 რუსი ჩინოვნიკის გაძევებასაც ითვალისწინებს.

Reuters-ი წერს, რომ ახალი სანქციები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ სანქციების შესახებ დღეს განაცხადებს.

წყარო : ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!