ამერიკის შეერთბულმა შტატებმა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალური პროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვი მოხვდნენ.
შეერთებული შტატები კრემლს ოპოზიცონერის დაუყოვნებლივ გათავისულებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
2 თებერვალს “ივ-როშეს” საქმესთან დაკავშირებით ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.