TaoNews.Ge

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბიმ განაცხადებთ, ამერიკულმა პერსონალმა ისრაელი 13 მაისს დატოვა. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

ამასთან, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მგზავრობის გადახედვას ურჩევს.

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!