TaoNews.Ge

“აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს”-პაატა იმნაძე

“აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს”-პაატა იმნაძე

დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

„საერთოდ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ხომ შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ყველას გვახსოვს, რა მოგვივიდა ნოემბერში და რატომ მოგვივიდა, ისიც ხომ გვახსოვს. დღეს თუ მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი, გავუძვრებით სიტუაციას. დღეს ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა პირბადის ტარება და ხალხმრავალ ქეიფებისთვის თავის არიდება. ეს არის იმის საფუძველი, რომ როგორმე გავუძვრეთ ამ მატებას. დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!