TaoNews.Ge

 „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ  მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა

აშშ-ში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევის უახლესმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა სიმპტომური დაავადების თავიდან ასაცილებლად 76%-ით ეფექტურია, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ უახლესი შედეგების ანალიზზე დაყრდნობით განაცხადა.

ამასთან, „ასტრაზენეკამ“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინამ 65 წლისა და ზემოთ ასაკის პირებში 86%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

შეგახსენებთ, „ასტრაზენეკამ“ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული კვლევის შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მისი ვაქცინა სიმპტომური დაავადების თავიდან ასაცილებლად 76%-ით ეფექტურია. კვლევაში აშშ-დან, ჩილედან და პერუდან 32 449 ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!