მაია ასათიანმა და „პროფილის“ მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. აღნიშნულს, ტელეწამყვანმა უკანასკნელი ემოციური გადაცემა მიუძღვნა და ერთგულ მაყურებელს დაემშვიდობა. მოგვიანებით კი, ჟურნალისტმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ რადგან იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ“, – ამ სიტყვებით დაასრულა ტელესახემ საავტორო გადაცემა. გადაცემის კადრებში კარგად ჩანს ატირებული წამყვანი.
უცნობია, თუ რომელ არხზე გადავა გადაცემა „პროფილი“ ან განახლდება თუ არა რომელიმე ტელევიზიის ეთერში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, „პროფილმა“ მოლაპარაკებები „ტვ პირველთან“ უკვე დაიწყო.
ემოციური გადაცემის გარდა, ტელევარსკვლავმა პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა. აღნიშნული პოსტი მან საკუთარი Instagram- გვერდზე დაწერა. „ასე მგონია მეორე შვილი მომიკვდა…“- წერს ასათიანი.
