TaoNews.Ge

16.05.2021 / 10:55

ყაზახი გოგოს მშობლები საქართველოში ჩამოდიან – ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მურად მეირბეკოვს პატიმრობა შეუფარდეს

26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მურად მეირბეკოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება 14 მაისს წარუდგინა.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევაა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბესო თორდუამ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბესო თორდუას ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესო თოდუა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მედიაში გავრცელდა ბრალდებული ბესო თორდუას ჩვენება, რომელიც აცხადებდა,რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა თავად კი შვილივით ექცეოდა და ასელთან სექსუალური კავშირი ქალის თანხმობით დაამყარა.

საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი არსებობს.

26 წლის ასელ აიტპაევა, მასზე ძალადობის შესახებ მეგობარს თვითმკვლელობამდე მისწერა.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს და სხეული ფანჯრიდან გადააგდეს.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!