TaoNews.Ge

სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია

“ასეთი კომპრომატები თუ აქვთ, საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნიან და ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ” – ნიკა გვარამია

“ასეთი კომპრომატები თუ აქვთ, საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნიან და ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუს-ის კრეფსებთან დაკავშირებით საუბრობს.

,,პირველ რიგში, ეკლესიასთან დაკავშირებით, რაც ხდება, ეს ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია უკვე დაიწყო და ამოცანა, ეკლესიის კომპრომატირების მათ უკვე შესრულებული აქვთ. ეკლესია მრევლის თვალშიც კომპრომატირებულია იმიტომ რომ ასე იქცევიან მღვდლები და უფორ მაღალი იერარქები მაგრამ ამ ყველაფრით, რაც ახლა გამოქვეყნდა, ნათელი ხდება, რატომ იქცევიან ასე. იმიტომ რომ ასეთი კომპრომატები თუ აქვთ ადამიანებზე, საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნიან და ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ. ეს ერთი. მეორე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაშუქება ვინ რა როგორ რანაირად ამას ჩვენ არ გავაკეთებთ საზოგადოებრივი ინტერესი ჩემი აზრით ამაში არ არის, ვინ რომელ ბიზნესმენთან მივიდა, ვინ რომელ პოლიტიკოსთან ეს არამგონია საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყოს, მაგრამ, თუ გამოიკვეთება დანაშაული, შეიძლება იყოს ეს პედობილია, სახელმწიფოს ღალატი, რუსეთის ჯაშუშობა და ა.შ. ეს უკვე საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესია და ნამდვილად ვაპირებთ, რომ ამასთან დაკავშირებით მასალები მივაწოდოთ საზოგადოებას. ვიკვლევთ, უზარმაზარი მოცულობაა მასალების….

მთავარი ამ მასალებში ჩემთვის და ყველაზე მძიმე არის მასობრივი ტოტალური მოსმენა განსაუთრებით ყოფილი რუსთავი 2-ის ჟურნალისტების, როცა ჩვენ იქ ვიყავით და დღეს მოქმედი მთავარი არხის ჟურნალისტების. ნოდარ მელაძის ასევე, TV პირველის ჟურნალისტების და ფორმულას ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ნოდარ მელაძის ჩანაწერები რუსთავი 2-ის დროინდელიც არის და ახლანდელიც… ჩვენთან დაკავშირებით ყველაფერია. თეო გილიგაშვილმა, მთავარმა პროდიუსერმა, ვის როდის მიწერა, არის ესეც. ჩემი მიმოწერაც არის მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს არ არის, – ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!