TaoNews.Ge

“არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მჯერა ვახო სანაიასი”- უცნობი

“არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მჯერა ვახო სანაიასი”- უცნობი

​საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარსდგნენ.

საქალაქო სასამართლოში მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი, რომელიც ვახო სანაიას წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.

“თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში, ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს ყველა საქმე, გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას.

მე არ ვიცი თავდასხმა მოხდა, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მჯერა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება დამაცადეთ რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ესეთი ფორმით კითხვების დასმა ძალადობაა, მე სხვაანირად აღვიქვამ მოვლენებს, თქვენ სხვანაირად, ხომ შეგიძლიათ დამანებოთ თავი?!”, – თქვა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, ვახო სანაიაზე თავდასხმა მარტის თვეში მოხდა, ინციდენტში მონაწილე ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!