TaoNews.Ge

“არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ” – ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე

“არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ” – ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე

„დღეს ჩვენს მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს – სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა ეს ადამიანი, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა. ჩვენ არასდროს არავის შევეკითხებით ნებართვას, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას – არც ამ გაუგონარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა, ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!