TaoNews.Ge

“არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს!არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას”- თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

“რამდენი რამე გამოვტოვე…

– თოვლი თბილისში;

– გაზაფხულის მოსვლა;

– ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები;

– ბზობა;

– აღდგომა…..

ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას… ვერ დავიბრუნე ხალისი.

არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა “იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!

არ ვიცი, როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, მაგრამ, ამდენი პრობლემის, სრულ საგიჟეთში ცხოვრების, ირგვლივ უდიდესი გაჭირვებისა და დეპრესიის ფონზე, ყოველდღიულად ამდენ ადამიანს რომ ვახსენდები, მკითხულობს, წარმოუდგენელ სიყვარულს და ენერგიას მიგზავნის, უკვე ზუსტად ვიცი, რომ სამი თვის შემდეგ იქნება თუ ექვსი თვის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დავდგები და იმაზე უფრო რკინის ვიქნები, ვიდრე მანამდე ჩემი, შენი, ჩვენი უკეთესი ყოფისთვის.

P.S. აქვე ძალიან დიდი ბოდიში ყველას, როდესაც უცებ ვერ გპასუხობთ, ერთი მხრივ ძალიან სუსტად ვარ, უამრავ პროცედურას მიტარებენ, და თუ პროცედურებზე არ ვარ, ისეთი დაღლილი ვარ, პრაქტიკულად, სულ მძინავს და ამასობაში გადის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ყველას მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ამას, როგორც ჩანს, ხშირად ვერ ვახერხებ”, – წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!