TaoNews.Ge

არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც – ილია მეორე

არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც – ილია მეორე

“მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. მათ შორის, სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

მისი თქმით, არაერთხელ უთხვამს, რომ ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის ახასიათებს მასაც.

“მე მითქვამს თქვენთვის, რომ ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმე ცოდვად, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანი არ შეიძლება, იყოს უცოდველი. ადამიანს გონებაში ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს მას განცდა, თვისთა ცოდვათა, ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს, ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის.

მინდა, გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, მადლობა უფალს, რომ გვაძლევს სულიერებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდანად და სხვებს – ცოდვილად. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე“, – განაცხადა ილია მეორემ.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!