TaoNews.Ge

“არწივს რომ ფრთებს დააცლი და ფეხებთან მოგიცუცქდება უსუსურად,ეს პრინციპი აქვთ აღებული ამ მედ-მაფიოზებს”- თამარ ივერი

“არწივს რომ ფრთებს დააცლი და ფეხებთან მოგიცუცქდება უსუსურად,ეს პრინციპი აქვთ აღებული ამ მედ-მაფიოზებს”- თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ამირან გამყრელიძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ვაქცინირებულ ადამიანებს, სავარაუდოდ, კომენდანტის დროს გადაადგილება შეეძლებათ.

როგორც თამარ ივერი ამბობს, მსგავსი ინიციატივა მოსახლეობის გახლეჩვას გამოიწვევს.

“მოვისმინე გამყრელიძის ინიციატივა,ვინც 2ჯერ აიცრის,იმისთვის აღარ იარსებებს კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვებიო.ვთვლი რომ ეს არის უპირველესად იმ დანარჩენი ადამიანების უფლებების შეურაცყოფა; საზოგადოების გადახარისხების და გახლეჩვის მცდელობა!! ესე იგი უკვე ძალდატანებას აქვს ადგილი რომ ვინც 2ჯერ აცრილია მისთვის უკვე ყველგან მწვანე შუქია და გზა ხსნილი.ესე იგი,ისინი უკვე პრიორიტეტული და თავისუფალი მოქალაქეები ხდებიან.აღარც პირბადის ტარწბის ვალდებულება ექნებათ და ა.შ

სწორედ ამ საშიშროებას ხედავს საზოგადოება პირველივე დღიდან და ამას გვაპარებენ ნელნელა.ბოლოს უკვე მაგ საბუთის გარეშე,მარკეტში აღარ შეგიშვებენ პურის საყიდლად.არადა,ოგიციალურად.იფიცებიან.ნებაყოფლობითია ვაქცინირებაო.კი ბატონო,გაგხდიან საზოგადოების თრეშად და “ნარჩენად” და მაშინ კი იციან რომ უკვე კედელთან მიყენებულ სიტუაციაში ხარ.

მოკლედ,არწივს რომ ფრთებს დააცლი და ფეხებთან მოგიცუცქდება უსუსურად,ეს პრინციპი აქვთ აღებული ამ მედ-მაფიოზებს!!”- წერს მომღერალი

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!