TaoNews.Ge

“არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ კვლავ შევხვდებით არა კიევში, არამედ თბილისში”-   მელია სააკაშვილის შეხვედრა (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია კიევში იმყოფება. ის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდება.

„2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა ერთმანეთთან შეხვედრის, მე პასპორტი არ მქონდა, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. ძალიან მიხარია, რომ შევხვდით და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ კვლავ შევხვდებით არა კიევში, არამედ თბილისში.

ამისათვის მნიშვნელოვანია მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ავრცელებენ, რომ ვითომ მიშასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს და ეს არის პირიქით. მიხარია, რომ აქ ვარ და მიშას დახმარებით ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდი“, – აცხადებს ნიკა მელია.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!