TaoNews.Ge

არჩილ ჭყოიძის აზრით, რუსეთის გეგმებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შედის

არჩილ ჭყოიძის აზრით, რუსეთის გეგმებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შედის

,,დღესდღეობით, ვერცერთი პოლიტიკური ძალა, პარტია იქნება, სახალხო მოძრაობა თუ კერძოდ რომელიმე ავტორიტეტული ადამიანი, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს რუსეთთან დიალოგით. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს თავად აწყობს ის ვითარება, რა ვითარებაც არის ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი ლაპარაკობს დიალოგზე, თუმცა სერიოზულ საკითხებზე ისეთი როგორიცაა: აფხაზეთი სამაჩაბლო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ან ქვეყნის დეოკუპაცია, მის გეგმებში არ შედის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, თითქოს მოლაპარაკებები, მათ შორის მესამე, მეოთხე ხარისხის პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მხრიდან, არის წყლის ნაყვა და სიზიფეს შრომა. მარტივად რომ ვთქვათ, დიალოგი რუსებთან უნდოდა ედიკასაც, მიშასაც და ბიძინასაც, თან სამივე მათგანს საკმაო კავშირები გააჩნდათ და ბიძინას და მიშას დღესაც გააჩნიათ. თუმცა, არცერთ მათგანს, არაფერი არ გამოუვიდა. ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ რომ რუსეთი არ განიხილავს საქართველოს ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას. ,მაქსიმუმ რაზეც შეიძლება იყოს დიალოგი, ეს არის ღვინის და ბორჯომის ექსპორტი. ხორბლის და წიწიბურას იმპორტი.
PS. რათქმაუნდა ეს არის ჩემი, როგორც ერთი ადამიანის სუბიექტური აზრი.”- წერს ფეისბუქის  გვერდზე ,,წიწაკა TV”-ის დირექტორი არჩილ ჭყოიძე.
წყარო: https://www.facebook.com/achiko.chkoidze/posts/5502066233168332

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!