TaoNews.Ge

არსებული ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 5 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი პოლიციელია.

როგორც შემთხვევის ადგილიდან „პალიტრანიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები. ცოტა ხნის წინ ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!