TaoNews.Ge

“არმია მზად არის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია”- ვლადიმერ ზელენსკი

“არმია მზად არის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია”- ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

“დეტალებს ვერ გავამჟღავნებ. დონბასში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. არსებობს გარკვეული საკითხები და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების გადასაჭრელად. არმია მზად არის – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით, რომ მასმედიაში ყველანაირი ინფორმაცია ტრიალებს, ამიტომ მინდა, რომ უკრაინის მოქალაქეები ენდონ მხოლოდ ჩვენი გენერალური შტაბის ან პრეზიდენტის აპარატის ოფიციალურ განცხადებებს ”, – აღნიშნა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!