TaoNews.Ge

არაფრით სჯობს „ფაიზერის“ ვაქცინა „ასტარზენეკას“ – თენგიზ ცერცვაძე

„ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გააქტიურდა, თუ თავიდან, პირველი 11 დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში 150 ადამიანი იცრება დღეში. ფაქტია, რომ 14 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია არა მარტო „ფაიზერზე“, არამედ „ატრაზენეკაზეც“. პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა ორივე ვაქცინაზე, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე ლიდერია, არაფრით სჯობს „ფაიზერი“ „ასტარზენეკას“, ეს ბოლო ძალიან დიდ კვლევით დადასტურდა, რომელიც ამერიკელებმა ჩაატარეს, სადაც სხვათაშორის, „ასტრაზენეკამ“ და არა „ფაიზერმა“100%-იანი დაცვა აჩვენა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, ხოლო სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის​“ ვაქცინებზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!