TaoNews.Ge

“არანაირ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს! მე პატივს ვცემ ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

“არანაირ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს! მე პატივს ვცემ ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

“თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი”, – ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა, რაც მან სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

“თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მივმართო ვიღაც… არ მინა ვთქვა. არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში, თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და მე ვაპირებ, თვალებში შევხედო ქართველ ხალხს. თქვენ არავინ არ ხართ საერთოდ. მე წარვდექი აქ ქართველი ხალხის წინაშე და ვერავინ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებთ, ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ამის შემდეგ მას მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ “სასამართლო დარბაზში იმყოფება”, რაზეც მესამე პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“მე სად ვბრძანდები, კარგად ვიცი. ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი ჩემი დადგმულია, აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია და ეს გალიაც ჩემი აშენებულია. მე თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს. მე პატივს ვცემ ქართველ ხალხს”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!